ტრენინგები
სამოქალაქო სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი

450.00 A

გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსს (DPO), რომელსაც გაუძღვება ექსპერტი თენგიზ მამულია.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესი, რომელიც ყველა საჯარო დაწესებულებას და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნას/განსაზღვრას ავალდებულებს.

კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა უნდა უზრუნველყოს:
◾️ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლებისთვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
◾️ ორგანიზაციაში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
◾️ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
◾️ ორგანიზაციის წარმომადგენლობა ზედამხედველ სახელმწიფო ორგანოსთან ურთიერთობაში, მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
◾️ მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
◾️ ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.

კურსის მიზანია მსმენელებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებზე, რომელთა შესრულების ვალდებულების დარღვევა კანონმა საჯარიმო სანქციებს დაუქვემდებარა.

კურსის გავლის შედეგად მსმენელი შეძლებს:
◾️ მიიღოს სრული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების კონკრეტულ წესებსა და პირობებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში;
◾️ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით დააიდენტიფიციროს შესამუშავებელი დოკუმენტების ნუსხა;
◾️ მოამზადოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი დოკუმენტები;
◾️ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსის ათვისება მოგცემთ შესაძლებლობას ადვილად დაადასტუროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სათანადო ცოდნის ფაქტი, რაც თქვენს მომავალ/ამჟამინდელ დამსაქმებელს მისცემს საშუალებას ოფიცრის პოზიციაზე არჩევანი თქვენზე შეაჩეროს.

კურსი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ HR-ებისათვის;
◾️ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის;

კურსი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსის ხანგრძლივობა: 3 შეხვედრა (12 საათი);
სალექციო პერიოდი: 29, 30 ივნისი და 6 ივლისი;
დრო: 11:00-15:30;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი

დაწყება - დასრულება2024-06-29
2024-07-06