ტრენინგები
სამოქალაქო სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი

790.00 A

გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსს.

კურსს გაუძღვება დარგის ექსპერტი სალომე ქურასბედიანი, რომელიც მონაწილეობდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავებაში.

2024 წლის 01 მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა. კანონის ამოქმედებას წინ უძღოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ არა ერთი წესის მიღება, რომელმაც დააზუსტა კანონის მიზანი და მოწესრიგების სფერო.

კურსის მიზანია მსმენელებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კომპანიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, კურსის ფარგლებში განხილული იქნება ყველა იმ წერილობითი დოკუმენტის შინაარსობრივი და ფორმალური მხარე, რომელთა შემუშავებაც და დამტკიცებაც ახალი კანონიდან გამომდინარე კომპანიებისთვის გახდა სავალდებულო.

თეორიული მასალის მიწოდებასთან ერთად, ტრენინგი ითვალისწინებს პრაქტიკული დავალებების მომზადების კომპონენტს, რაც მსმენელს შესაძლებლობას აძლევს "Learning By Doing" მეთოდის გამოყენებით კონკრეტული სიტუაციური მაგალითით მოამზადოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე დასამტკიცებელი დოკუმენტი.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
წარმატებით გავლილად ჩაითვლება კურსი თუ მსმენელი დაესწრება ყველა ლექციას და ფინალურ გამოცდაზე შეძლებს 100 ქულიდან დაძლიოს 75 ქულიანი ბარიერი. გამოცდა ითვალისწინებს როგორც ტესტურ დავალებებს, ისე სიტუაციურ მაგალითებს, რომლის დაკვალიფიცირებაც მსმენელმა უნდა შეძლოს კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის გათვალისწინებით.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
◾️ მიიღოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების კონკრეტულ წესებსა და პირობებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია თითოეული კომპანიის ბიზნესპროცესის ფარგლებში;
◾️ კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით დააიდენტიფიცირებს შესამუშავებელი დოკუმეტების ნუსხას;
◾️ მოამზადოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი დოკუმენტები;
◾️ კონსულტაცია გაუწიოს კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კურსი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ტრენინგი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ HR-ებისთვის;
◾️ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

კურსის ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა (20 საათი);
სალექციო პერიოდი: 6, 7, 14, 20 და 21 აპრილი;
დრო: 11:00-15:30;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი

დაწყება - დასრულება2024-04-06
2024-04-21