გიორგი მიროტაძე
გიორგი მიროტაძე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით.
ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
◾ 2020-2022 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის დოქტორი;
◾ 1992-1998 წ.წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნე;
ტრენერის სამუშაო გამოცდილება:
◾ 2013 წლიდან დღემდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე;
◾ 2016 წლიდან მოსამართლედ განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
◾ 2016-2019 წ.წ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
◾ 2013-2015 წ.წ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;
◾ 2012-2013 წ.წ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
◾ 2007-2012 წ.წ. - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების უფროსი;
◾ 2005-2006 წ.წ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
◾ 2000-2005 წ.წ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
აკადემიური საქმიანობა და დამატებითი ინფორმაცია აქტივობების შესახებ:
◾ 2017 წლიდან დღემდე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი, მასწავლებელთა საბჭოს წევრი სისხლის სამართლის მიმართულებით;
◾ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ტრენერი სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;