მოწვეული ტრენერები
ინგა კვაჭანტირაძე

ინგა კვაჭანტირაძე

მოსამართლე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. მას საგადასახადო სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მის სახელს უკავშირდება სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება და დარგის განვითარებისთვის სწორი სამართლებრივი მიმართულების დადგენა. ტრენერის მიღებული გადაწყვეტილებები გამოირჩევა დასაბუთების მაღალი სტანდარტით.

ტრენერის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

◾️ 2003-2005 წ.წ. საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, რასაც წინ უძღოდა იურისტად მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება;

◾️ 2005-2015 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის პოზიციას იკავებდა;

◾️ 2016-2019 წ.წ. უფლებამოსილების ახალი ვადით იქნა დანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;

◾️ 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

◾️ 2019 წლიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა;

ადმინისტრაციული სამართლის სამოსამართლეო პრაქტიკის პარალელურად ტრენერი 2008 წლიდან აკადემიურ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული:

◾️ 2016 წლიდან -ააიპ "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში" GIPA უძღვება ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის კურსს, სადაც მოწვეული ლექტორია;

◾️ 2015 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია;

◾️ 2010 წლიდან დღემდე საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია და ხელმძღვანელობს სალექციო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:

◾️ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები;

◾️ ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილი;

◾️ ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;

◾️ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სასამართლო პრაქტიკა;

◾️ ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;

◾️ სამოხელეო სამართალი;

◾️ სანებართვო სამართალი;