ნათია წკეპლაძე
ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე. ქალბატონი ნათიას სახელს უკავშირდება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის განვითარება, მისი არა ერთი გადაწყვეტილება გამოირჩევა დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტით, ხოლო მისი ცნობადობა და პოპულარულობა იურისტთა წრეში უდავოა. სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ქალბატონი ნათია მიიჩნეოდა ერთ-ერთ სასურველ მოსამართლედ, რომელთან საქმის მოხვედრაც ყველა ადვოკატის სურვილი იყო.
ტრენერის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
◾️ 1999-2005 წ.წ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებდა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახლდათ;
◾️ 2005-2015 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო;
◾️ 2005-2006 წ.წ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა;
◾️ 2015 წლიდან დღემდე შპს „ლაზიერი“-ს დამფუძნებელი და დირექტორია;
◾️ 2016 წლიდან დამფუძნებელი პარტნიორია შპს „ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროში“.