ტრენინგები
ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა

350.00 A

გთავაზობთ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და პრაქტიკოსი ადვოკატის ქალბატონი ნათია წკეპლაძის სასერტიფიკატო კურსს თემაზე „ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა“.

ტრენერის მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება და ახლა უკვე საადვოკატო საქმიანობა იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ შეხვედრის ფარგლებში დასმული პრობლემატური საკითხები განხილული იქნება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში.

თეორიული ნაწილის განხილვა ერთის მხრივ წარმოადგენს შესაძლებლობას სხვაგვარად იქნეს დანახული კონკრეტული მუხლის ნორმატიული შინაარსი, რაც მსმენელს დაეხმარება სწორი სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებაში.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებების განხილვას, რომელიც განსახილველი თემატიკის ირგვლივ საინტერესო პრეცენდენტებს ქმნის.

ორ დღიანი ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

ადმინისტრაციული სამართალი:
◾️ ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები;
◾️ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის რეალიზაცია მმართველობით საქმიანობაში;
◾️ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების პრინციპი;
◾️ საქმის გარემოებათა ობიექტური გამოკვლევის პრინციპი ადმინისტრაციულ წარმოებაში, პრინციპის რეალიზაციის სტანდარტის როლი აქტის კანონიერების შეფასებისას.

აქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები:
◾️ აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და მტკიცება;
◾️ აქტის ძალადაკარგულად ცნობის წინაპირობები და მტკიცება;
◾️ აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად ცნობის იურიდიული შედეგები.

ადმინისტრაციული საჩივარი:
◾️ საჩივრის შინაარსი, რეკვიზიტები, ელემენტები, წარდგენის ვადა;
◾️ საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გაშვება, გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობა;

ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი:
◾️ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
◾️ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სახეები და მათი სპეციფიკა;

სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
◾️ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობა;
◾️ ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების სტანდარტი;

კურსი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ ადვოკატებისათვის;
◾️ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისთვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა

დაწყება - დასრულება2022-06-14
2022-06-15