ანა ლეკიაშვილი
ანა ლეკიაშვილი სტაჟიორ-პროკურორთა/სტაჟიორ-გამომძიებელთა გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ქეთევან გურაშვილთან ერთად წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის პროცესში.
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2022 წლიდან დღემდე თბილისის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი, საქართველოს პროკურატურა;
◾️ 2019-2022 წ.წ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი;
◾️ 2018-2019 წ.წ. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორ-პროკურორი;
◾️ 2015-2017 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი;
ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:
◾️ 2016-2018 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი სისხლის სამართლის მიმართულებით;
◾️ 2012-2016 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი;
ანა ლეკიაშვილი გახლავთ 2022-2023 წლების ყველაზე დატვირთული პროკურორი და სახელმწიფო ბრალმდებელი არა ერთ გახმაურებულ საქმეზე.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში ანა კითხულობდა ლექციებს სტუდენტებისა და დაინეტერესებული პირებისთვის ისეთ თემებზე როგორიცაა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები და სისხლის სამართლის პროცესი.
ტრენერს გავლილი აქვს არა ერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი შემდეგი მიმართულებებით:
◾️ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი);
◾️ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
◾️ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია;
◾️ საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა;
◾️ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება;
◾️ სქესობრივი დანაშაულები;