ლაშა ცერცვაძე
სამართლის დოქტორი და პრაქტიკოსი იურისტი, 2020 წლიდან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის იურიდიული კომიტეტის წევრია, ხოლო 2015 წლიდან იურიდიული ფირმა ეფ ელ ეს-ის (FLS Full Legal Service) მმართველი პარტნიორის პოზიციას იკავებს.
2011 წელს იგი გახდა გერმანელი ბიზნესმენის, იოაჰიმ ჰერცის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი და მიიღო სრული დაფინანსება ბუცერიუსის სამართლის სკოლაში, სადაც სამართლის და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი (Master of Law & Business, Bucerius Law School & Who-Otto Beisheim School of Management) მოიპოვა;
საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, ლაშა არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არა ერთი სამეცნიერო სტატიის და დირექტორთა ვალდებულებების შესახებ მონოგრაფიის ავტორი, ასევე საკოპორაციო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) და სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი (GIZ).
ლაშამ გერმანიის თანამშრომლობის ფონდის (GIZ) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობა საქართველოში (USAID, East West Management Institute, PROLoG) მხარდაჭერით განხორციელებული საკორპორაციო სამართლის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის თანაავატორი და ტრენერია.
ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება მაღალი კვალიფიკაციის პრაქტიკოსთან თანამშრომლობას. საკორპორაციო სამართლის მიმართულებით ლაშას გამოცდილება და ამოქმედებული კანონის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს მყარ საფუძველს შემოგთავაზოთ მეტად საჭირო და ბიზნესისთვის აუცილებელი შეხვედრები.