ნასყიდობის ხელშეკრულება და მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა
რა ეტაპებს გადის მყიდველი მშენებარე ობიექტში ფართის შეძენის შემთხვევაში და როგორ დაიცვას თავი ვადების დარღვევისას.
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება მაშინ როცა ნასყიდობის საგანია ასაშენებელი ქონება და იგი წარმოადგენს სამომავლო საგანს.
თუ მშენებელმა მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ მოიპოვა, მას აქვს ვალდებულება მყიდველს ხელშეკრულებაში გარკვევით დაუფიქსიროს ქონების ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, რადგან სწორედ ამ ფაქტის დადგომას უკავშირდება კომუნიკაციების (ბუნებრივი აირი, წყალი, ელ ენერგია) ობიექტისათვის მიწოდება, ვინაიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე ვერ დადგინდება ზედმიწევნით შეასრულა თუ არა მშენებელმა კომპანიამ სანებართვო დოკუმენტაციით ნაკისრი ვალდებულებები, ასეთი ფაქტის დადგომამდე უნდა გაფორმდეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება.
ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის შემდგომ მშენებელი უფლებამოსილია მოახდინოს იმ მომავალ მესაკუთრეთა მესაკუთრედ აღრიცხვა საჯარო რეესტრში, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეასრულეს მათზე ნასკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.
თუ გადასაცემი ფართის კონდიციები ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არ შეესაბამება შეთანხმებულ მდგომარეობას (მაგ. არის შავი კარკასი და მისაყვანია თეთრ კარკასამდე) ასეთ დროს ფიქსირდება მშენებლის ვალდებულება რომ კონკრეტულ ვადაში დაასრულოს შეთანხმებულ მდგომარეობამდე მიყვანა.
ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და შეთანხმებული კონდიციების მიღწევის შემდეგ მხარეთა შორის ფორმდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ისინი ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
◾️ რა ვადის გადაცილება ჩაითვლება მისთვის საპატიოდ;
◾️ ექსპლუატაციაში მიღებიდან რა ვადაში გადმოგცემთ საბოლოო, შეთანხმებული კონდიციებით ფართს რათა შეძლოთ რემონტის გაკეთება და საცხოვრებლად გადასვლა;