სამართლებრივი ბლოგი
2022-07-04 14:35:46

სამეზობლო ემისიების განმარტება ქართულ სამართალში

სამეზობლო ემისია ესაა ყველა ის მოქმედება, რომელიც ერთი მიწის ნაკვეთიდან მეორე მიწის ნაკვეთზე შეიძლება გავრცელდეს. სამეზობლო ემისიები თავისი მნიშნელობით საკმაოდ მჭიდრო კავშირში არის სამშენებლო სამართალთან. ასეთი მოქმედებები იყოფა არსებითი ან არაარსებითი ხასიათის ზემოქმედებებად. არაარსებითი ემისიის გავრცელება გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას მოსთხოვოს გამავრცელებელს ასეთი ზემოქმედების შეწყვეტა, არსებითის შემთხვევაში კი დასადგენია, ხომ არ ექვემდებარება სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე თმენის ვალდებულებას და შეუძლია თუ არა ასეთი თმენისთვის გარკვეული კომპენსაციის მიღება. ემისიის გავრცელება ყოველდღური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „მეზობელ მიწის ნაკვეთზე „ზემოქმედება“ ნიშნავს პოზიტიურად ზემოქმედებას, რომლის მგრძნობელობითი აღქმა და ფიზიკურად დადგენა შესაძლებელია. თუ რამდენად არის ზემოქმედება მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო და სახეზეა თუ არა მესაკუთრის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელყოფა, განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენად მისაღებია საშუალო ადამიანისთვის ფაქტობრივი ზემოქმედების სიძლიერე და ხანგრძლივობა, ასევე მიწის მესაკუთრეთა ცხოვრებისეული ჩვეულებები. სსკ 175-ე მუხლში არსებული ემისიათა ჩამონათვალი არასრულია, გაზის, სუნის, ორთქლის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების დასასრულს იკითხება „და სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი“ რაც ემისიათა წრეს აფართოვებს. ემისიებიშეიძლება დაჯგუფდეს იდეალურ და ნეგატიური სახის ემისიებად. „იდეალური ემისია ეწოდება საკუთრების უფლების ისეთ ხელშეშლას, როდესაც ირღვევა მესაკუთრის მორალური ან ესთეტიკური შეგრძნება, ხოლო ნეგატიური ემისია ეწოდება სინათლის,მზის შუქის, ჰაერის არასაკმარისი რაოდენობით მოქმედებას მიწის ნაკვეთზე. იდეალური ემისიის აღქმა ცალსახად სუბიექტურია და პიროვნების გემოვნებაზე, სუბიექტურ შეხედულებებზეა დამყარებული. „გაბატონებული შეხედულებების თანახმად სსკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ იცავს საკუთრებას იდეალურ ემისიების შემთხვევაში, რადგან თუ პირი სხვის საკუთრებას უგემოვნოდ ან არაესთეტიკურად აფასებს მისი გემოვნება ვერ გახდება სამართლებრივი შეფასების საკითხი.

საზოგადოება მოქმედებაშია, ადამიანებს აქვთ მიზნები, რომლის შესრულებაც შეიძლება გულისხმობდეს სხვა პირთა საკუთრებაზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის აუცილებლობას. სააგარაკე ნაკვეთზე სახლის აშენება დისკომფორტს უქმნის მეზობლად მცხოვრებ დამსვენებლებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა თავისმხრივ გულისხმობს მაღალი გამავლობის მანქანების გზაზე მოძრაობას, მასალების გადაზიდვისას ხმაურის, სუნის და გამონაბოლქვის გამოყოფას. შესაბამისი ნებართვის არსებობის პირობებში მიმდინარე სახლის მშენებლობიდან მომავალი ზემოქმედებანი არ შეიძლება ჩაითვალოს არსებით ემისიად, სამშენებლო სამუშაოები არაა დაუსრულებელი პროცესი, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება და მეზობლებს ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით თმენის ვალდებულება ეკისრებთ.როგორც უკვე აღინიშნა ნეგატიური ემისიის განმარტებაში იკითხება სინათლის, მზის,ჰაერის, შუქის არასაკმარისი რაოდენობით მოქმედება მიწის ნაკვეთზე.

სამშენებელო სამართალში მიწის ნაკვეთისთვის არქიტექტურული პროექტის მომზადებისას განათება/ინსოლაციის საკითხი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. დღეს მოქმედი არქიტექტურული ნორმები არ ითვალისწინებს შენობების შიგნით განიავების საკითხს, შესაბამისად ნებართვის გამცემი ვერ ამოწმებს შესათანხმებელ პროექტს ამ კუთხით. შედეგად უჰაერობა, როგორც ნეგატიური ემისიის ერთ-ერთი სახე რეგულაციების არარსებობის გამო გაუკონტროლებელი რჩება. განათება/ინსოლაციისთვის ნაკისრი ტვირთი ყველა ფანჯარაში შეაღწიოს მზის სხივმა დღეს მოქმედი სხივის განსაზღვრის სპეციალურმა წესმა იტვირთა. თუ ასაშენებელ ობიექტზე სწორადაა სხივი განსაზღვრული და მაინც არ აღწევს, ეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებაა, რადგან სახეზე ვერ გვექნება დელიქტური სამართლით პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტი მართლწინააღმდეგობა. სსკ 175-ე მუხლის მიხედვით სამეზობლო სამართლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულების ფარგლებში მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გავრცელებული გაზის ორთქლის სუნის ჭვარტლის კვამლის ხმაურის სითბოს რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი. კანონმდებელი ვერ განსაზღვრავდა ემისიათა ზუსტ ჩამონათვალს, რადგან ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი ახალი ზემოქმედებების წარმოშობას არგამორიცხავს და ამდენად „სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი“ ჩანაწერის გაკეთებით ემისიათა ჯგუფს სხვა ზემოქმედებანიც შეიძლება მიემატოს. თმენის ვალდებულებაში ექცევა არსებითი ზემოქმედების შემთხვევაც, როცა ნაკვეთითსარგებლობა არის ჩვეულებრივი და ნორმალურ სამეურნეო ფარგლების ჩარჩოს არსცდება. სამეზობლო სამართალი ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უნდა იქნეს დაცული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის მოვალეობა. სამეწარმეო თავისუფლება კონსტიტუციით აღიარებული ღირებულებაა, სასტუმროს ფუნქციონირება კი მესაკუთრის სურვილი, მიიღოს სარგებელი მისი საკუთრების გამოყენებით. მეზობლები ვერ მოითხოვენ სასტუმროს ფუნქციონირების ან იქ გამოწვეული ხალხმრავლობის აკრძალვას ხმაურის მიზეზით, რადგან მშენებლობის  ნებართვით აშენებული ასეთი დანიშნულების ობიექტის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობაში ექცევა. მეზობლებს შეუძლიათ მეპატრონეს მოსთხოვონ ისეთი ხმაურის გაკონტროლება, რომლის დასაშვებ ნორმებში მოქცევაც შესაძლებელია. სასტუმროს სამაცივრე დანადგარი (ჰაერის კონდიცირებისთვის), რომელიც ღია სივრცეშია განთავსებული და 24 საათიან რეჟიმში მისი მუშაობით გამოწვეული ხმაური დასაშვებ ნორმას აღემატება. სპეციალური ხმის დამცავი მასალით შეფუთვის ან სხვა ადგილზეგადატანით დასაშვებ ნორმებში მომდინარე ხმაური ჩაითვლება უმნიშვნელოდხელყოფად და სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებში ექცევა. წინამდებარე სასამართლო პრაქტიკის მაგილითი სსკ 175-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ნორმატიული შინაარსის მქონეა. საეზობლო თმენის ვალდებულების პირობებში მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს მეზობლად მდებარე ობიექტის ფუნქციონირება, სასტუმროს ნორმალური საქმიანობიდან გამომდინარეობს ხალხმრავლობა, სამაცივრე დანადგარის ხმაური (ზღვრულად დაშვებულ ფარგლებში)და შესაბამისად აქედან მომდინარე ზემოქმედებანი თმენის ვალდებულებას დაექვემდებარება. განსახილველი მუხლის მე-3 ნაწილი გულისხმობს კომპენსაციის გადახდისა უცილებლობას იმ შემთხვევის დროს, როცა ზემოქმედება აღემატება ასეთია დგილისთვის ჩვეულებად მიჩნეულ სარგებლობასა და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. მეზობელის თმენის ვალდებულება ამ დროს უნდა კომპენსირდესგარკვეული ფულადი თანხით. რა შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურად დასაშვები ფარგლების გადამეტებად ეს კონკრეტულ საქმეში ინდივიდუალური განხილვის საგანია. უზენაესი სასამარლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში მოსარჩელე ითხოვდა მეზობლის სახლში დამონტაჟებული წისქვილის მოშორებით გადატანას ან ყოველთვიურად ფუნქციონირების თმენის სანაცვლოდ 510 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდის დაკისრებას. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიტანა დანადგარები სხვა ოთახში, ხმაურისშემცირების მიზნით უზრუნევლყო ფანჯრის ამოშენება და კარის იზოლაცია.მოსარჩელის განცხადებით გადატანის მიუხედავად მაინც წუხდებოდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კომპენსაციის დაკისრებას ითხოვდა. ექსპერტის მიერ დადგინდა რა ხმაურის სანიტარული წესებით დადგენილზე ბევრად დაბალი მაჩვენებელი, სასამართლომ თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და ჩათვალა, რომ უმნიშვნელო ხმაური სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებში  ექცეოდა. ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა დღის განმავლობაში სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ჩატარება, აეროპორტისა და რკინიგზის ფუნქციონირება, ეკლესიაში მსახურების ჩატარებისას ზარების რეკვა და სხვა. ჩამოთვლილ შემთხვევებში ნორმალურ საქმიანობათა წრეში მათი მოქცევით წარმოიშობა თმენის ვალდებულება, რაც გამორიცხავს 175-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალსიწინებული კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლებას. თავისმხრივ ასევე საინტერესოა დაბალი სართულიანობის კორპუსის გვერდით მაღალსართულიანი საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი, რომელიც მეზობელს ხედს უსპობს. მოსარჩელემ თბილსის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, რომ მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე აშენებულმა თხუთმეტსართულიანმა კორპუსმა მას ხედი მოუსპო, თავის დროზე ბინის შეძენა კი განაპირობა დიდმა აივანმა და ქალაქის ლამაზმა ხედმა. კორპუსის მშენებლობამ მის საკუთრებას დაუკარგა ღირებულება, რის სანაცვლოდაცი თხოვდა ზიანის ანაზღაურებას 32 553 ლარის ოდენობით. სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნა გამომდინარეობდა სსკ 992 მუხლიდან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეულიქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხე სამშენებლო კომპანიას მშენებლობის ნებართვა მოპოვებული ქონდა რა სამშენებლო ნორმების დაცვით სასამართლომ ხედის მოსპობა ვერ მიიჩნია მართლსაწინააღმდეგობ რალეულ ქმედებად. მიუხედავად წარდგენილი სააუდიტორო დასკვნისა, სადაცქონების ღირებულების შემცირება დასტურდებოდა სასამართლომ ნებართვის კანონიერებას გაუსვა ხაზი და ზიანის ოდენობაზე საუბარი მეორეხარისხოვნად მიიჩნია. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მხრიდან მის საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი გამოყენება, რაც აღემატებოდა ჩვეულებად მიჩნეულ ფარგლებს, კერძოდ მას  წარმოუშობდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას იმის თაობაზე, რომ ზემოქმედება მნიშვნელოვნად ხელყოფდა მის უფლებას და  ხელს უშლიდა თავისი საკუთრებით სარგებლობაში.