ტრენინგები
სამეწარმეო სამართალი

კორპორაციული დოკუმენტაციის შედგენა, საკორპორაციო დავები და წარმომადგენლობა

250.00 A

საავტორო კურსი „კორპორაციული დოკუმენტაციის შედგენა, საკორპორაციო დავები და წარმომადგენლობა", რომელსაც გაუძღვება Colliers Legal-ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ლაშა ცერცვაძე. 

დღეს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ყველა მეწარმე სუბიექტს ავალდებულებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამავე კანონმა განსაზღვრა ცვლილების განხორციელების ვადა, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება.

თუ კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე არ განაახლებს მონაცემებს, მას მიეცემა 3 თვიანი დამატებითი ვადა, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმდება.

წინამდებარე კურსის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გაიგებთ რა ბედი მოელის რეგისტრაცია გაუქმებულ იმ კომპანიებს, რომელთაც მატერიალური აქტივი გააჩნიათ და რა პროცედურების განხორციელება იქნება საჭირო ასეთი საზოგადოების ლიკვიდაციისთვის.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამ კომპანიებს შიდაკორპორაციული დოკუმენტების შედგენის განსხვავებული სტანდარტი დაუწესა. დეტალურად გაიწერა წესდებით დასარეგულირებელი როგორც მანდატორული მოთხოვნები, ისე დისპოზიციური ნორმები. კანონმდებელმა დისპოზიციური ნორმების წესდებით რეგულირება ბიზნესს მისი შეხედულებისამებრ მიანდო.

ერთ დღიანი კურსის ფარგლებში გაიგებთ:
◾️ როგორ შეადგინოთ „სამართლებრივად სწორი" წესდება, რა დისპოზიციურ მოწესრიგებას აწესებს კანონი კონკრეტული რეგულირებების მიმართ და  რა საკითხებია პრობლემატური პრაქტიკაში;
◾️ რა სავალდებულო რეკვიზიტებს/ მითითებებს უნდა შეიცავდეს პარტნიორთა კრების ოქმი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას;
◾️ რა ბედი ეწევა პარტნიორთა გადაწყვეტილებით დადგენილი „შენატანების განხორციელების შესახებ“ გადაწყვეტილების შეუსრულებლობას და კარგავს თუ არა ასეთი პარტნიორი ფაქტობრივად განხორციელებულ შენატანს;
◾️როგორ ჩამოაყალიბოთ სასარჩელო მოთხოვნა დირექტორის მიმართ გამჭოლი პასუხისმგებლობის დაკისრების, პარტნიორის გარიცხვისა თუ საწარმოს დაშლის თაობაზე;

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ტრენინგი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ ფინანსისტებისათვის;
◾️ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯმენტისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

კორპორაციული დოკუმენტაციის შედგენა, საკორპორაციო დავები და წარმომადგენლობა

დაწყება - დასრულება2023-05-13
2023-05-24