
ნათია მერაბიშვილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელთან ერთად გაუძღვება ტრენინგს თემაზე „სამშენებლო სამართალდარღვევები და მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა“.
ტრენერის განათლება:
◾️ 1999-2004 წ.წ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2022 წლიდან დღემდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
◾️ 2019-2022 წ.წ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
◾️ 2012-2022 წ.წ - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
◾️ 2011-2012 წ.წ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
◾️ 2005-2011 წ.წ - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
ქალბატონი ნათია თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამშენებლო სამართალდარღვევის კატეგორიის საქმეების განმხილველი მოსამართლეა. მისი სამოსამართლო გამოცდილება პასუხობს მოქმედი იურისტებისა და ადვოკატების წინაშე პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებს, რაც ამ სპეციალიზაციით ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას წარმოშობს.