მარიამ გოგორელიანი
მარიამ გოგორელიანი სტაჟიორ-პროკურორთა/სტაჟიორ-გამომძიებელთა გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ლექციებს.
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2022 წლიდან დღემდე იურიდიული ფირმა VBAT-ის ადვოკატი;
◾️ 2011-2022 წ.წ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი;
◾️ 2010-2015 წ.წ. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ზედამხედველი პროკურორი;
◾️ 2015-2022 წ.წ. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ზედამხედველი პროკურორი;
◾️ 2010-2011 წ.წ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორი.
ტრენერის წევრობა:
◾️ 2013-2014 წ.წ. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრი;
◾️ 2014-2015 წ.წ. ტრეფიკინგის წინააღმდეგ წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრი;
◾️ 2015-2022 წ.წ. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი, როგორც საქართველოში, ასევე ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში;
ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:
◾️ 2014-2016 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი სისხლის სამართლის მიმართულებით;
◾️ 2005-2009 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი;
ტრენერს გავლილი აქვს არა ერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი საზღვარგარეთ შემდეგი მიმართულებებით:
◾️ ვიზიტი ალმაატაში - რეგიონთაშორისი სასწავლო სემინარი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთათვის და პროკურორებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დანაშულის გამოვლენისა და გამოძიების თაობაზე 2016 წელი;
◾️ სამუშაო შეხვედრა კიბერდანაშაულის თემაზე კიევში 2016 წელი;
◾️ კიბერდანაშაულის თემაზე ბაქოში ვიზიტი 2017 წელი;
◾️ ბავშვთა პორნოგრაფიის გამოძიება- სასწავლო ვიზიტი ბუდაპეშტში 2017 წელი;
◾️ სასწავლო ვიზიტი ბუდაპეშტში-სამართალდამცავ ორგანოებში ლიდერობის კურსი 2017 წელი;
◾️ სასწავლო ვიზიტი აშშ-ში ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები 2019 წელი;
◾️ სასწავლო ვიზიტი ჰააგაში კიბერდანაშაულის თემაზე 2019 წელი;
◾️ სასწავლო ვიზიტი აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე 2022 წელი;