თორნიკე ამილახვარი
ადვოკატი
სამართლის მაგისტრი და მოქმედი ადვოკატი, ამჟამად უფროსი იურისტის პოზიციას იკავებს ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში „ღვინაძე და პარტნიორები“. ინგლისურენოვანი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები მისი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
განათლება:
◾️ 2014-2016 წწ.- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი კერძო სამართლის მიმართულებით (წარჩინების დიპლომი);
◾️ 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
◾️ 2010-2014 წწ.- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი (წარჩინების დიპლომი).