ლაშა მდივანი
პრაქტიკოსი იურისტი და ადვოკატი, 2017 წლის აპრილიდან დღემდე ლაშა არის იურიდიული კომპანია McGill პარტნიორი. კომპანიის კლიენტებს შორის არიან: ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები, მსხვილი სადისტრიბუციო და სამშენებლო კომპანიები და სხვ.
McGill-ის გუნდთან შემოერთებამდე ლაშა მდივანი იკავებდა უმსხვილესი დამსაქმებლის- "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას;
◾️ ტრენერმა იურიდიული განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2002), ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხი ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მიიღო (ჩიკაგო, აშშ) (2017).
◾️ 19 წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე ლაშა მდივანი მუშაობდა, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე, მათ შორის კომპანიების დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სახით;
◾️ 2004 წლიდან მოყოლებული ლაშა მდივანს ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა თემაზე, როგორც იურისტებისთვის, ისე სტუდენტებისა და სხვა პროფესიონალებისთვის. ლაშა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ტრენერი, მათ შორის ადაპტაციის კურსის ფარგლებში დამწყებ ადვოკატებთან კითხულობს ლექციებს.