სერვისები
სამშენებლო სამართალი

სამშენებლო სამართალი

◾️ არქიტექტურის სამსახუთან ურთიერთობაში კლიენტის ინტერესების დაცვა;

◾️ მიწის ნაკვეთის საინვესტიციოდ (სამშენებლოდ) შეფასება (რისი აშენებაა შესაძლებელი, რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობის ზონის შესაცვლელად ან/და კოეფიციენტის გასაზრდელად);

◾️ აუქციონზე მიწის შეძენის პროცედურების უზრუნველყოფა, შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა;

◾️ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში გამიჯვნა/გაერთიანება, წითელი ხაზების კორექტირება, ურბანულ სამსახურთან ურთიერთობა;

◾️ კონტაჰენტებთან გასაფორმებელი წინარე ნასყიდობის, ნასყიდობის, აღნაგობის ხელშეკრულებების ანალიზი და მისი მომზადება;

◾️ პირველადი განშლის რეგისტრაცია და ნუმერაციის მინიჭება, მშენებარე ბინა ერთეულის საკადასტრო კოდზე რეგისტრაცია, მშენებარე ბინების გაყოფა/გაერთიანებებისაათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (კრების ოქმი, მესაკუთრის თანხმობები, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა);

◾️ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად აუცილებელი სამართლებრივი რეგულირებები: სამშენებლო ამინისტია, ჩვეულებრივი წესით ექსპლოატაციაში მიღება;

◾️ დეველოპერული სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი, მომზადების პროცესში ჩართულობა და წარმომადგენლობა;

◾️ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული მითითების/შემოწმების აქტის/დაჯარიმების დადგენილების გასაჩივრება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში ასევე სასამართლოში;

◾️ მიწის ნაკვეთის/უძრავი ქონების რეგისტრაციის, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის სამართლებრივი პროცედურები, სრული წარმომადგენლობა საჯარო რეესტრში;