ტრენინგები
საგადასახადო სამართალი

საგადასახადო დავები და სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები

300.00 A

გთავაზობთ ორ დღიან კურსს „საგადასახადო დავები და პრეცენდენტული გადაწყვეტილებები“, რომელსაც გაუძღვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
◾️ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების წესი და პროცედურები;
◾️ სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოება;
◾️ საგადასახადო კონტროლის დროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები, საგადასახადო ორგანოებისა და სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით;
◾️ საგადასახადო ორგანოების მიერ გარიგების ფორმის შინაარსის გათვალისწინებით ცვლილების საფუძვლები და არსებული სასამართლო პრაქტიკა;
◾️ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენების ფარგლები;
◾️ კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება საგადასახადო ურთიერთობისას.

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი:
◾️ დამოუკიდებლად შეძლებს საგადასახადო დავის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებას;
◾️ დავის სასამართლოში წარმოების გაგრძელების შემთხვევაში შეძლებს სწორად განსაზღვროს სასარჩელო მოთხოვნის ტიპები;
◾️ სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების განხილვისა და ანალიზის შედეგად გამოიმუშავებს უნარს, რაც დაეხმარება დავის პერსპექტიულობის სწორად შეფასებაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საგადასახადო დავები და სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები

დაწყება - დასრულება2022-05-26
2022-05-28