ტრენინგები
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

იდეიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებამდე

150.00 A

გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს "იდეიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებამდე", რომელსაც გაუძღვება პრაქტიკოსი იურისტი ნანა გასიშვილი.

ნანა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-„საქპატენტის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია. სხვადასხვა დროს პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს და გერმანიის ადმინისტრაციულ ორგანოებში. თბილისის სააპელაციო, საქართველოს უზენაეს და ზაარლანდის ფედერაციული მიწის (ზაარბრუკენის) სასამართლოებში.

ტრენერი აქტიურად მონაწილეობს საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოს. ნანა ასევე წარმომადგენლობას უწევს საქპატენტს სასამართლო განხილვებში.

ტრენინგის მიზანია ბიზნეს სექტორს გააცნოს ის შესაძლებლობები, რასაც უფლების საქპატენტში რეგისტრაცია წარმოშობს. სარეგისტრაციო განაცხადის ონლაინ რეჟიმში წარდგენის პროცედურების ჩვენებით მსმენელი შეძლებს დამოუკიდებლად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და ისარგებლოს საქპატენტის მიერ დაწესებული 20%-იანი შეღავათით.

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

◾️ დამოუკიდებლად შეავსოთ საქპატენტის სარეგისტრაციო განაცხადი;
◾️ გაიგოთ, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ უფლების რეგისტრაციისას 20%-იანი შეღავათით;
◾️ გაეცნოთ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრეცედენტულ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
◾️ დამოუკიდებლად განსაზღვროთ დავის საგანი და შეადგინოთ კვალიფიციური საპროცესო დოკუმენტაცია.

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, დამსწრეთა პრაქტიკული შემთხვევების განხილვა აუდიტორიას შესაძლებლობას მისცემს მიიღოს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

 

იდეიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებამდე

დაწყება - დასრულება2022-02-19
2022-02-24