ნინა ჯულაყიძე
ნინა ჯულაყიძე

ნინა ჯულაყიძე

პარტნიორი

ნინა ჯულაყიძე J&J Consulting-ის პარტნიორია და მრავალწლიანი იურიდიული გამოცდილება აქვს შემდეგი მიმართულებებით:

◾️ სამშენებლო სამართალი
◾️ დეველოპერული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა
◾️ უძრავი ქონების სამართალი
◾️ საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი საკითხები
◾️ საპროექტო კომპანიების იურიდიული მომსახურება

ნინა იურიდიულ კონსულტაციას უწევს სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებს და აქტიურად არის ჩართული მათი საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერაში.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ნინა მუშაობდა სამშენებლო, სარემონტო, დეველოპერულ, საინვესტიციო, უძრავი ქონებისა და საპროექტო კომპანიებში. მას ეკავა იურისტისა და სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციები კომპანიებში „სითიზენი“, „მთაწმინდის პარკი“, „სტუდია 9+“, „წისქვილი ჯგუფი“, „ჯორჯიან ბილდინგ გრუპ +“, „დელტა კაპიტალი“ და „არკო“. დეველოპერულ კომპანია „ჰაუსარტ დეველოპმენტში“ კი ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს.